არქივი7 მაისი, 2024, 05:22
„ჰეზბოლას“ მხრიდან დრონით თავდასხმის შედეგად ორი ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა
ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში, მეტულას მახლობლად განთავსებულ ისრაელის არმიის პოზიციაზე „ჰეზბოლას“ მიერ განხორციელებული დრონით თავდასხმის შედეგად ორი ჯარისკაცი დაიღუპა, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
თავდაცვის ძალების მტკიცებით, მცდელობის მიუხედავად ასაფეთქებელი დრონის შეჩერება ვერ შეძლო.
დაღუპულები 31 წლის სამხედრო მოსამსახურეები არიან და ორივე 551-ე ბრიგადის 6551-ე ბატალიონში მსახურობდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, თავდასხმის დროს მსუბუქად დაშავდა კიდევ ერთი ჯარისკაცი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.