დავით ხაჯიშვილი – ამ ხელისუფლების პირობებში, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი ან მინისტრი, ეს ადამიანები ვერ და არ მოაგვარებენ მოსახლეობის პრობლემებს

ამ ხელისუფლების პირობებში, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი ან მინისტრი, ეს ადამიანები ვერ და არ მოაგვარებენ მოსახლეობის პრობლემებს, რადგან ისინი მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის და მისი ინტერების შესაბამისად მოქმედებენ. – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით ხაჯიშვილმა სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
დავით ხაჯიშვილის განმარტებით, მმართველი გუნდი „ემსახურება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, მოქმედებენ მხოლოდ მის ინტერესში და შესაბამისად პრობლემები, პრობლემებად დარჩება“.
„ჩვენი მოსახლეობისთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი ან მინისტრები იმიტომ, რომ ეს ადამიანები ვერ გადაწყვეტენ იმ პრობლემებს, რაც აქვს ჩვენს მოსახლეობას. ეს არის ეკონომიკური პრობლემები. პირველ რიგში, გაზრდილი ფასები, არ არის ღირსეული სამუშაო ადგილები, ემიგრაციაში წასულია ჩვენი ასი ათასობით თანამოქალაქე, რომელიც წასულია მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ თავი ირჩინოს. ეს არის ის პრობლემები, რომელიც აქვს ჩვენს მოსახლეობას და ეს ადამიანები ამ პრობლემას ვერ მოაგვარებენ იმიტომ, რომ ისინი ემსახურებიან ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, მოქმედებენ მხოლოდ მის ინტერესში და შესაბამისად ეს პრობლემები, პრობლემებად დარჩება და ვინ იქნება მინისტრი თუ პრემიერ-მინისტრი ჩვენი მოსახლეობისთვის მნიშვნელობა ამას არ ექნება“, – განაცხადა დავით ხაჯიშვილმა, რომლის კომენტარს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე