დავით ხაჯიშვილი – რა თქმა უნდა, როცა ირაკლი კობახიძე პარლამენტში მოვა, „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება – გამოვიყენებთ ჩვენს ტრიბუნას იმისთვის, რომ ხალხს კიდევ ერთხელ დავანახოთ „ქართული ოცნება“

რა თქმა უნდა, როდესაც ირაკლი კობახიძე პარლამენტში მოვა, „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება. გამოვიყენებთ ჩვენს ტრიბუნას იმისთვის, რომ ხალხს კიდევ ერთხელ დავანახოთ და გავაშიშვლოთ „ქართული ოცნება“. კერძოდ, ის, რომ ბიძინა ივანიშვილის პირობებში არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით ხაჯიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მოქალაქეებს აინტერესებთ პრობლემების მოგვარება.
„კითხვებს დავსვამთ თუ აპირებენ იმ პრობლემების მოგვარებას, რაც აწუხებს ჩვენს თანამოქალაქეებს, კერძოდ ესენია: ღირსეული სამუშაო ადგილები, ემიგრაციაში წასული ჩვენი თანამოქალაქეები, სიღარიბის დაძლევა, ფასების სტაბილურობა, ეს აინტერესებს ჩვენს მოქალაქეებს და არა ის, თუ ვინ იქნება დღეს თუ ხვალ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ან მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მმართველობის პირობებში“,- განაცხადა დავით ხაჯიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: მოუსმინეთ შანიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეს. ამ საშინელ ისტორიაში ჩანს, რომ მკვლელის მშობლები ამ ამბის სულ მცირე შემსწრეები და კიდევ უარესი, მკვლელობის თანამონაწილეები არიან (აუდიოჩანაწერი)

თეონა ბაღდავაძე: პირველ რიგში ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი ასეთი ემოციური ვიდეოსთვის, უბრალოდ არ შემიძლია ნიკუშა კაპანაძის ნაძირალა დედას რომელიც ცდილობს სიტუაციიდან დაძვრომას გულგრილად ვუყურო