დიპლომატი დავით ჩხეიძე:
დილიდან ვრცელდება კადრები, როგორ იწვის მოსკოვის ერთ-ერთი სამრეწველო უბანი.
როგორც ჩანს, ნავთობის ავზები. აქ ყველას უხარია, რომ რუსეთი სუსტდება უკრაინასთან ომში.
ჩავრთე „იმედი“, 11:00-საათიანი „ქრონიკა“. აჩვენეს, რუსეთმა როგორ დაბომბა კიევი და კიდევ ერთი ქალაქი.
პრეზიდენტმა დ.ტრამპმა როგორ მოაწერა წამგებიან მემორანდუმს ხელი ირანთან, და ევროპის საბჭო, როგორ ცდილობს საერთო ენის გამონახვას მოსკოვთან.
რადგან, როგორც პრეზიდენტმა ე.მაკრონმა განაცხადა, ვ.პუტინს არ უნდა ომის დასრულება. რუსეთი არ თანხმდება.
საზოგადოებას შედეგად ასეთი განწყობა უნდა ჩამოუყალიბდეს: რუსეთი ძლიერია, ამარცხებს უკრაინას; დასავლეთი ცდილობს საერთო ენის გამონახვას; დ.ტრამპმა უკან დაიხია ირანთან.
ეს ხომ არის ქართველი ხალხის მოშხამვა? თვალსაწიერის გამრუდება? უიმედობაში ჩაგდება და შეგუება მარცხთან?
ამიტომ ადევს სანქცია „იმედს“, რადგან არათუ ობიექტურია, არამედ რუსეთის მოკავშირეა ამ ომში – მტრის მოკავშირეა.
ვერავინ, ვერ ამიხსნის, რა გამართლება აქვს მტრის მოკავშირის ეთერში მისვლას და მსჯელობას.
ამით არხის გაძლიერებას, მისი მაყურებლის გაზრდას, თუ რაიმე ინტერესი აქვს საზოგადოებას შენი, „იმედის“ სამსხვერპლოზე მიტანას.
ევროპის პარლამენტმა მოითხოვა პროპაგანდისტული არხების სანქცირება.
საქართველოს მოქალაქე ვარ. დავანებოთ ევროპას და დიდ ბრიტანეთს თავი. „იმედი“ იმსახურებს მხარდაჭერას, ყურებას, დაცვას?




