არქივი16 დეკემბერი, 2023, 16:10
დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "ბორდო" ფრეს დასჯერდა
ლიგა 2-ის მე-18 ტურში „ბორდო“, რომელიც საკუთარ მოედანზე „სენტ-ეტიენთან“ სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, ფრეს დასჯერდა - 0:0.
მასპინძელთა ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი მე-60 წუთზე შევიდა შეცვლაზე და მისთვის უჩვეულო მარცხენა გარემარბის პოზიციაზე ითამაშა.
ჟირონდული გუნდი 19 ქულით მე-17 ადგილზეა და 19 დეკემბერს გასვლაზე „დიუნკერკს“ დაუპირისპირდება.
ბორდო - სენტ-ეტიენი 0:0
ერთი პერიოდი ატყდა ბუმი ქართველ ფეხბურთელებზე, რაც კვარაცხელია ფაქტორმა განაპირობა დაიტევს დადგა ყველაფერი თავის ადგილას, ასევეა ეროკავშირზე აღტკინებაც
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.