არქივი9 დეკემბერი, 2023, 17:39
ჩაკვეტაძე დაბრუნდა - "უოტფორდმა" "საუთჰემპტონთან" ქულა მოიპოვა
ჩემპიონშიფის მე-20 ტურში „უოტფორდმა“ საკუთარ მოედანზე „საუთჰემპტონთან“ კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით მიაღწია ფრეს - 1:1.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელსაც საზარდულის ტრავმა ჰქონდა, მე-80 წუთზე შევიდა შეცვლაზე.
„უოტფორდმა“ ბოლო სამი მატჩიდან ორი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა, 28 ქულით მეათე ადგილზეა და 12 დეკემბერს „იფსვიჩს“ უმასპინძლებს.
უოტფორდი - საუთჰემპტონი 1:1
გოლები: 0:1 ადამსი (56), 1:1 ჰილი (90+6)
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.