არქივი16 მაისი, 2026, 00:51
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "როდეზს" მოუგო და ლიგა 1-სკენ ნაბიჯი გადადგა
ლიგა 1-ში გადასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში "სენტ-ეტიენი" საკუთარ მოედანზე "როდეზთან" პენალტების სერიაში 7:6 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
გადამწყვეტ მატჩში "სენ-ეტიენი" ლიგა 1-ის მე-16 ადგილზე გასულ გუნდს შეხვდება (ლე ავრი, ნიცა ან ოსერი).
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. მან თერთმეტმეტრიანების სერიაში გაიტანა.
სენ-ეტიენი. "ჟოფრუა გიშარი"
სენტ-ეტიენი - როდეზი 0:0 (პენ 7:6)
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.