ლიგა 2-ის ბოლო, ოცდამეთოთხმეტე ტურში „სენტ-ეტიენმა“ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი და უკვე ქვედა დივიზიონში დაქვეითებული „ამიენი“ 5:0 დაამარცხა და ზედიზედ 3 წაგებული მატჩის შემდეგ გაიმარჯვა.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა, რომელმაც წინა შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა, 56-ე წუთზე დუბლის ავტორი ჯოშუა დუფუსი შეცვალა. დუფუსი დაშავდა და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. ქართველმა მორიგი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც გააკეთა და ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებები დაიმსხურა: Flashscore 8.3, Sofascore 8.0.
დავითაშვილის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 30 მატჩში 15 გოლი და 5 საგოლე პასია.
„სენტ-ეტიენმა“ ჩემპიონატი 60 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა და ლიგა 1-ში გადასასვლელად პლეი-ოფში იბრძოლებს.
უმაღლეს დივიზიონში „ტრუა“ და „ლე მანი“ აღზევდნენ.
სენტ-ეტიენი. „ჟოფრუა გიშარი“
სენტ-ეტიენი – ამიენი 5:0
გოლები: 1:0 დუფუსი (7), 2:0 დუფუსი (40), 3:0 დავითაშვილი (69), 4:0 სტასინი (82), 5:0 მუეფეკი (85)