დაამთავრონ სპეკულაციები ბარიერთან დაკავშირებით, იციან საკუთარი 1-2-3%-იანი რეიტინგები… კეთილი ინებონ, გაერთიანდნენ და ასე იზრუნონ ბარიერის გადალახვაზე –

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, უკეთესი იქნება, თუ საარჩევნო ბარიერზე სპეკულაციების ნაცვლად, ერთ და ორპროცენტიანი პარტიები გაერთიანებაზე იფიქრებენ. ამბობს, რომ უფრო სწორი იქნება, ასე იზრუნონ ბარიერის გადალახვაზე.
“თუ ეს 1%-იანი და 2%-იანი პარტიები იფიქრებენ გაერთიანებაზე, როგორიც არის “ლელო”, გახარია და ა.შ. ეს მათთვის იქნება უკეთესი. დაამთავრონ ეს სპეკულაციები ბარიერთან დაკავშირებით. კეთილი ინებონ, იციან საკუთარი რეიტინგები 1-2-3%, გაერთიანდნენ და ასე იზრუნონ ბარიერის გადალახვაზე. ეს იქნება უფრო სწორი, დანარჩენი მათი საქმეა. ისინი ეწეოდნენ პირდაპირ ისეთ საქმიანობას, რომელიც იყო პირდაპირ მიმართული ამ ქვეყანაში მეორე ფრონტის გაჩაღებისკენ, უკრაინის სცენარის განვითარებისკენ და ა.შ. საზოგადოებამ ეს ყველაფერი დაინახა, აქედან გამომდინარე, არჩევნებზე ისინი მიიღებენ შესაბამის შედეგს. არავითარი გაერთიანება მათ არ უშველით,” – ამბობს ირაკლი კობახიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

კირცხალია ფონდ „ქართუზე“ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე: უსუსური ტყუილია – საუბარია საქველმოქმედო ფონდზე, რომელმაც ასესხა თანხა თავის მეორე კომპანიას და იგივე კომპანია აბრუნებს უკან სიმბოლური პროცენტით, რომელი თანხაც თავისივე პროცენტით, ასევე ქველმოქმედებას უნდა მოხმარდეს

არჩილ გორდულაძე მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიაზე: რა უფრო ლოგიკურია, რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი აპარატი შექმნილიყო, თუ 300 კაციანი მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფდეს ყველა საჭიროებას