რომან გოცირიძე – დაბალ ბარიერთან დაკავშირებით ოპოზიცია იბრძოლებს, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით – ვნახოთ, რა გამოვა, ბევრჯერ დაუხევია უკან „ქართულ ოცნებას“

დაბალ ბარიერთან დაკავშირებით ოპოზიცია იბრძოლებს, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით – ვნახოთ, რა გამოვა. ბევრჯერ დაუხევია უკან „ქართულ ოცნებას“. ჩვენ არ ვართ გულუბრყვილოები თვეების განმავლობაში ველოდოთ დაბალ ბარიერს და არ მოვემზადოთ, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, მ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, “ქართული ოცნების” განცხადება, რომ 5%-იანი ბარიერის საკითხი არ გადაიხედება, ისეთია, როგორც ამბობდნენ, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი არ გადაიხედებოდა.
„კანონის დარღვევით გადახედეს და გააუქმეს. კონსტიტუცია მიღებულია პირველი მოსმენით, პროცესი დაწყებული პარლამენტში, დაპირება ხალხის წინაშე და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, ამიტომ, დაბალ ბარიერთან დაკავშირებით ოპოზიცია იბრძოლებს, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით. ვნახოთ, რა გამოვა. ბევრჯერ დაუხევია უკან “ქართულ ოცნებას”. ჩვენ არ ვართ ისეთი გულუბრყვილოები თვეების განმავლობაში ველოდოთ დაბალ ბარიერს და არ მოვემზადოთ.
წარმოუდგენელია ბლოკების გარეშე ვინ რომელი პარტიის სიაში ჩაეწერება. სამწუხაროდ, პარტიულობასაც ვერ ჩაწერ იმ სიაში, თუ სადღაც სხვაგან გაერთიანდი. დღეს უნდა გაერთიანდეს პოლიტიკური ოპოზიციის უდიდესი ნაწილი”,- აღნიშნა გოცირიძემ.