რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით „ლელოს“ ინიციატივაზე – ეს არის მოღალატეობრივი ინიციატივა – როდესაც გინდა დააზიანო საკუთარი ქვეყანა მოსახლეობა, ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ ხარ მომართული ღალატისკენ

ეს არის ჩვეულებრივი მოღალატეობრივი ინიციატივა. როდესაც შენი ხელით გინდა დააზიანო საკუთარი ქვეყანა, საკუთარი მოსახლეობა, ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ ხარ მომართული ღალატისკენ და ეს არის „ლელოს“ სულისკვეთება, ისევე, როგორც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სულისკვეთება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით „ლელოს“ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის მიმართ სანქციების დაწესება საქართველოს ეკონომიკას დააზიანებს და არა რუსეთს.
„ზოგადად, როცა ვიღაცას სანქციებს უწესებ, უნდა დააზიანო სხვა. სხვანაირად რა აზრი აქვს სანქციას? რაც შეეხება რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, ჩვენ ჩვენი სანქციებით რუსეთს ვერ დავაზიანებთ, სამაგიეროდ საკუთარ ეკონომიკას მივაყენებთ უმძიმეს დარტყმას. ეს არის ამ „ომის პარტიის“ და „ღალატის პარტიის“ მთავარი მიზანი, რომ რამენაირად დააზიანონ საკუთარი ქვეყანა და „ლელოც“ არის ერთ-ერთი გამოხატულება. როცა იცი, რომ სანქციების დაწესება მინიმუმ, 10%-ით შეამცირებს შენს ეკონომიკას პირველივე წელს, რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით, 150 000 ადამიანი სამსახურს დაკარგავს პირველივე წელს და ამ ინიციატივას პარლამენტში წარადგენ, უბრალოდ მოღალატე ხარ და მეტი არაფერი. რა დავარქვა მეტი ამას?!“ – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა