გურამ ყაველაშვილისა და მისი რჩეულის ფოტოები

ქარ­თვე­ლი მო­დე­ლი ლი­კუ­ნა სტუ­რუა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ახალ, თბილ და სა­ხა­ლი­სო კად­რებს აქ­ვეყ­ნებს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კარ­გად ცნო­ბი­ლი წყვი­ლი – ლი­კუ­ნა და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის ვაჟი, გუ­რამ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი – გა­მომ­წე­რებს სა­კუ­თარ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­სა და მოგ­ზა­უ­რო­ბის ემო­ცი­ებს უზი­ა­რე­ბენ.

ახალ პოს­ტში მო­დე­ლი საყ­ვა­რელ მა­მა­კაცს თბი­ლად „Guramchik“-ს უწო­დებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გუ­რამ ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა აქ­ტი­უ­რი სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რა უკვე და­ას­რუ­ლა და მო­ე­დან­ზე აღარ დგას, ის და ლი­კუ­ნა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ისევ ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ წყვი­ლად რჩე­ბი­ან.

რო­გორ და­ი­წყო „ფრან­გუ­ლი შარ­მის“ მქო­ნე გო­გო­ნას წარ­მა­ტე­ბა?

ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ლი­კუ­ნა სტუ­რუა ჯერ კი­დევ მა­შინ გა­იც­ნო, რო­დე­საც ის ანუ­კი არე­ში­ძის Resort კო­ლექ­ცი­ის სა­ხედ მოგ­ვევ­ლი­ნა. თუმ­ცა, მისი სა­ერ­თა­შო­რი­სო წარ­მა­ტე­ბა გა­ცი­ლე­ბით ადრე და­ი­წყო:

ის ნინო ცქი­ტიშ­ვი­ლის სა­ა­გენ­ტოს, Look Models Management-ს წარ­მო­ად­გენს. პირ­ვე­ლი­ვე კას­ტინ­გის შემ­დეგ ის Armani-ს ზამ­თრის კო­ლექ­ცი­ის ჩვე­ნე­ბა­ზე გა­მო­ვი­და შვე­ი­ცა­რი­ა­ში, რა­საც იტა­ლი­უ­რი Elle Spose-ისა და Elle Japan-ის გა­რე­კა­ნე­ბი მოჰ­ყვა.

მო­დის პა­რა­ლე­ლუ­რად, ლი­კუ­ნა ვი­ზუ­ა­ლურ ხე­ლოვ­ნე­ბას მი­ლა­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და. თა­ვად მო­დე­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ მისი კა­რი­ე­რა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა მას შემ­დეგ, რაც მე­გობ­რი­სა და კო­ლე­გის, მა­ტილ­და გვარ­ლი­ა­ნის რჩე­ვით თმა მოკ­ლედ შე­იჭ­რა.

ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა და ინ­ტე­რე­სე­ბი

ლი­კუ­ნა აქ­ტი­უ­რია TikTok-ზეც, სა­დაც ხში­რად აღ­ნიშ­ნავს, რომ უცხო­ეთ­ში ყოფ­ნი­სას, დახ­ვე­წი­ლი და სპე­ცი­ფი­კუ­რი გა­რეგ­ნო­ბის გამო, ადა­მი­ა­ნებს ძა­ლი­ან ხში­რად ფრან­გი ჰგო­ნი­ათ.

სა­მო­დე­ლო სფე­რო­სა და კა­მე­რე­ბის მიღ­მა, პრე­ზი­დენ­ტის სარ­ძლოს საკ­მა­ოდ მშვი­დი ჰობი აქვს. ის გა­ტა­ცე­ბუ­ლია კი­თხვით, ქსო­ვი­თა და კე­რა­მი­კით, რაც მას გა­დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მის­გან დას­ვე­ნე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა.