ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის სამარის ოლქის ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დრონებით დაესხნენ

რუსეთის სამარის ოლქის ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დრონებით დაესხნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სამარის ოლქის გუბერნატორი ავრცელებს.
სამარის ოლქის გუბერნატორის ცნობით, დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
ამ დროისთვის ხანძრის ფართობი 500 კვადრატული მეტრია.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე მოხდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.