არქივი27 აგვისტო 2025, 19:40
გორში საპროტესტო აქცია ლოზუნგით: „რუსეთი ომის დამნაშავეა“ გაიმართა

გორში მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ასევე, მოეწყო საპროტესტო მსვლელობა.
აქციის მონაწილეებს თან აქვს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე ბანერი წარწერით: „რუსეთი ომის დამნაშავეა“. ისინი სკანდირებენ „გაუმარჯოს საქართველოს ივანიშვილის გარეშე“.
გორში მიმდინარე აქციას შეუერთდა მომღერალი პაატა ბურჭულაძე და ასევე „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აგვისტო 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.