არქივი30 აგვისტო 2025, 19:54
პარლამენტის უკანა შესასვლელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის უკანა შესასვლელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აღნიშნულ აქციას შეუერთდნენ მოქალაქეები, რომლებმაც მსვლელობა გამართეს ლოზუნგით „ქართველი, მაშასადამე ევროპელი“.
მანამდე, აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები და მოქალაქეები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მივიდნენ და მათ ზვიად ცეცხლაძის წერილი ოფისში ჩააბარეს.
ამის შემდეგ მათ რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აგვისტო 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.