ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ნაომარი ქალაქი რუსული მმართველობის წინააღმდეგ” – გორში აქცია დაანონსდა

“ნაომარი ქალაქი რუსული მმართველობის წინააღმდეგ” – გორში აქცია დაანონსდა

“ნაომარი ქალაქი რუსული მმართველობის წინააღმდეგ” – ამ სახელწოდებით დაანონსდა დღეს საპროტესტო აქცია 18:00 საათზე გორში.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, გორში აქციის ჩანიშვნის მიზეზი გორის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადება გახდა.
“მოგიწოდებთ!
ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელებს,როგორც ადგილობრივს ისე ცენტრალურს, სამოქალაქო საზოგადოებას , არასამთავრობო სექტორს,აქტივისტებს,
დღეს ყველას გელოდებით გორში !
ეს არ არის მხოლოდ გორის სირცხვილი ეს ყველაფერი საქართველოს ღირსებაზე გადის !
მნიშვნელოვანია რომ საჭირო და დროული პასუხი გაეცეს ამ არარაობას !”- წერია ორგანიზაოტორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სკანდალში გახვეული გორის საკრებულოს თავმჯდომარე თავის მართლების რეჟიმშია და ამტკიცებს, რომ “ნიუ იორკ თაიმსმა” მისი ინტერვიუ გააყალბა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.