გორის მერმა თანამდებობიდან გასათავისუფლებულ მოხელეთა სიის შედგენა დაიწყო
n.news.genews.ge-ის არქივი
გორის მერმა თანამდებობიდან გასათავისუფლებულ მოხელეთა სიის შედგენა დაიწყო.
შესაბამის ბრძანებას კოტე ბუზალაძემ 2026 წლის 2 ივნისს მოაწერა ხელი.
ბრძანების მიხედვით, 15 ივლისამდე ,,განისაზღვროს თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელეთა სია".
სიის შედგენა მოხდება ,,მოხელეთა კვალიფიკაციის, გამოცდილების, განათლებისა და უნარ-ჩვევების შესწავლის შედეგად. სიის შედგენის შემდეგ, 15 ივლისამდე, მოხელეებს გათავისუფლების შესახებ აცნობებენ.
შეგახსენებთ, გორის მერიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს. რეორგანიზა ყოფილ მერს.ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ორჯერ აქვს ჩატარებული.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივნისი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.