ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ,,შაბათის მარშის” დაწყებამდე ორ აქტივისტს თავს დაესხნენ - შსს-მ გამოძიება დაიწყო

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ,,შაბათის მარშის” დაწყებამდე ორ აქტივისტს თავს დაესხნენ - შსს-მ გამოძიება დაიწყო

არსებული ინფორმაციით, ფილარმონიასთან, ,,შაბათის მარშის” დაწყებამდე მოქალაქესა და აქციის მონაწილეებს შორის ინციდენტი მოხდა.

კერძოდ, როგორც ადგილზე მყოფი აქციის სხვა მონაწილეები აცხადებენ, აქტივისტებს ლევან ზაზაძესა და თამუნა გიორგაძეს, უცნობი პირი დაესხა თავს.

მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება დაიწყო.

ინციდენტში მონაწილე სამივე პირი შსს-მ განყოფილებაში გადაიყვანა. განყოფილებიდან აქტივისტები მალევე გამოუშვეს და მათ მოგვიანებით გამოკითხავენ.

შსს-ს ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ფოტო: Mo Se

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.