ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გოგიტა თოდრაძე ევროსტატის გენერალურ დირექტორს შეხვდა

„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი, გოგიტა თოდრაძე ევროსტატის გენერალურ დირექტორს, მარიანა კოტცევას შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრა ნიუ-იორკში, გაეროს სტატისტიკის კომისიის 55-ე სესიის ფარგლებში შედგა.
„მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს სტატისტიკის სისტემაში არსებული პროგრესის, სამომავლო გეგმებისა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ, რაც განვითარების ახალ ეტაპზე გადადის ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ.
ევროსტატი „საქსტატის“ მტკიცე პარტნიორია და მასთან თანამშრომლობის გაღრმავება, კიდევ უფრო მაღალი ხარისხის ოფიციალური სტატისტიკის წარმოების საწინდარია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.