ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვლადიმერ პუტინი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორს შეხვდება

ვლადიმერ პუტინი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორს შეხვდება, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„პრეზიდენტი სოჭში მყოფ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორს, რაფაელ გროსის შეხვდება. გროსი და მისი კოლეგა, „როსატომის“ ხელმძღვანელი, ალექსეი ლიხაჩევი სახელმწიფოს მეთაურს მათი კომუნიკაციის შესახებ აცნობებენ“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
გროსიმ განაცხადა, რომ პუტინთან ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხის განხილვას აპირებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.