პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში სახ.დეპის კოორდინატორმა საქართველოში შეხვედრები დაიწყო | რიჩარდ ნეფიუ NGO-ებს ხვდება

გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორის, რიჩარდ ნეფიუს შეხვედრები საქართველოში დაიწყო. ის პირველ შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მართავს.
შეხვედრაზე შესვლამდე მედიასთან ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს და თქვეს, რომ მთავარი განსახილველი საკითხი კორუფციასთან ბრძოლა და ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული გამოწვევები იქნება. მხარეები განიხილავენ ანტიკორუფციული სააგენტოს მუშაობასაც.
დღესვე რიჩარდ ნეფიუ შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილის, პროკურატურის წარმომადგენლებს, სუს-ის წარმომადგენლებსა და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს, რაჟდენ კუპრაშვილს.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.