აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში, რიჩარდ ნეფიუ შალვა პაპუაშვილს ხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში, რიჩარდ ნეფიუ პარლამენტში იმყოფება.
რიჩარდ ნეფიუ საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს ხვდება. შეხვედრას ასევე ესწრება აშშ- ის ელჩი რობინ დანიგანი.
გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორმა, რიჩარდ ნეფიუმ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართა.
რიჩარდ ნეფიუ საქართველოში ასევე, შეხვდება ანტიკორუფციული ინსტიტუტებისა და საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლებს. გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი საქართველოს გუშინ ეწვია.
18 იანვრამდე ასევე დაგეგმილია მისი ვიზიტი სომხეთში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ორივე ქვეყანაში ის განიხილავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმდინარე ძალისხმევასა და გამოწვევებს, ასევე, განისაზღვრება შემდგომი თანამშრომლობის სფეროები.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან