ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართა

გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორმა, რიჩარდ ნეფიუმ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართა.
რიჩარდ ნეფიუ საქართველოში ასევე, შეხვდება ხელისუფლების, ანტიკორუფციული ინსტიტუტებისა და საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლებს.
გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი საქართველოს გუშინ ეწვია. 18 იანვრამდე ასევე დაგეგმილია მისი ვიზიტი სომხეთში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ორივე ქვეყანაში ის განიხილავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმდინარე ძალისხმევასა და გამოწვევებს, ასევე, განისაზღვრება შემდგომი თანამშრომლობის სფეროები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.