არქივი15 იანვარი, 2024, 05:26
საქართველოს გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი ეწვევა
საქართველოს გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი, რიჩარდ ნეფი ეწვევა. ვიზიტი დაგეგმილია სომხეთშიც.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ოფისის ცნობით, 15-18 იანვარს დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში ის განიხილავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმდინარე სამუშაოებსა და გამოწვევებს, ასევე, შემდგომი თანამშრომლობის სფეროების განსაზღვრას.
რიჩარდ ნეფი საქართველოში შეხვდება ხელისუფლების წარმომადგენლებს, ანტიკორუფციულ ინსტიტუტებს, საგამოძიებო ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.