არქივი15 იანვარი, 2024, 09:09
გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი, რიჩარდ ნეფიუ საქართველოს ეწვევა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში, რიჩარდ ნეფიუ, 15-18 იანვარს საქართველოსა და სომხეთს ეწვევა, - ინფორმაციას შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
ორივე ქვეყანაში ის განიხილავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გამოწვევებს. განისაზღვრება თანამშრომლობის სფეროები.
რიჩარდ ნეფიუ საქართველოში ხელისუფლების, ანტიკორუფციული ინსტიტუტების, საგამოძიებო ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.