ბაიდენმა ზელენსკისთან შეხვედრაზე თქვა, რომ აშშ უკრაინას 200 მლნ დოლარს გამოუყოფს
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის 200 მილიონ დოლარს გამოყოფს. ბაიდენის თქმით, შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერა, თუმცა სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში ჯო ბაიდენის მიწვევით იმყოფება. სახელმწიფოს მეთაურები, ორივე მხარის დელეგაციის წარმომადგენლებთან ერთად, მოლაპარაკებებს ოვალურ კაბინეტში მართავენ.
მხარეები უკრაინის ფრონტზე არსებულ ვითარებას, ასევე აშშ-სა და მისი მოკავშირეების მხრიდან უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას განიხილავენ.
იხილეთ ასევე:
· "არ მინდა, იმედი დაკარგოთ" | ბაიდენი ზელენსკის
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.