ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აჭარის მთავრობის სახლთან აქცია ლოზუნგით - „არა რუსულ რეჟიმს“ მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის სახლთან აქცია ლოზუნგით - „არა რუსულ რეჟიმს“ მიმდინარეობს

„არა რუსულ რეჟიმს“, - ამ ლოზუნგით აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა.
აჭარის მთავრობის სახლთან და საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქციის მონაწილეებმა, თბილისში აქციის დროს დაშავებული მოქალაქეების ფოტოები გამოფინეს.
“პროტესტი იქნება უწყვეტი, ჩვენი მოთხოვნაც უცვლელია, საპარლამენტო არჩევნები და ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარება. რუსული რეჟიმის პირობებში შეუძლებელია, საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდეს. ჩვენ აქ მშვიდობიანი პროტესტი გვაქვს და გავაგრძელებთ, შედეგის მიღწევამდე”, - აღნიშნეს მათ
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.