არქივი1 ივლისი 2024, 16:53
გიორგი მამარდაშვილი მოგერიებული ბურთების რაოდენობით ევრო2024-ის ისტორიაში მეკარეებს შორის მეორე ადგილზეა
ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს ტურნირზე ჩატარებულ 4 შეხვედრაში 30 მოგერიება ჰქონდა.
OptaJose-ს მონაცემებით, ამ მაჩვენებლით გიორგი მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მეკარეებს შორის მეორე ადგილზეა. პირველ ადგილზე იგორ აკინფეევია, რომელსაც ევრო 2008-ზე 32 მოგერიება დაუგროვდა, მესამეზე კი იტალიელი მეკარე ფრანჩესკო ტოლდოა, რომელმაც ევრო 2000-ზე, მამარდაშვილის მსგავსად, 30 „სეივი“ შეასრულა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ივლისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.