ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი გახარია ბერლინში „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ საერთაშორისო მდივანს შეხვდა

გიორგი გახარია ბერლინში „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ საერთაშორისო მდივანს შეხვდა

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ბერლინში სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) საერთაშორისო მდივანს შეხვდა.
მისი თქმით, ფილიპ ფინკთან ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის ბრძოლის საკითხი განიხილა.
„შევხვდი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრ ფილიპ ფინკს, განვიხილეთ საქართველოსთან პარტიის სოლიდარობის გაღრმავებისა და ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის ბრძოლის საკითხი.
ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასა და პარტია „საქართველოსთვის“ შორის თანამშრომლობის გაძლიერებასა და ჩვენი პარტიის წინსვლაზე ევროპელი სოციალისტების პარტიაში", - აღნიშნავს გახარია X-ზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.