ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი გახარია გერმანიის სოციალ-დემოკრატიული (SPD) პარტიის კონგრესს ესწრება

გიორგი გახარია გერმანიის სოციალ-დემოკრატიული (SPD) პარტიის კონგრესს ესწრება

პარტია „გახარია საქთველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია გერმანიის სოციალ-დემოკრატიული (SPD) პარტიის კონგრესს ესწრება. ამის შესახებ პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, შეხვედრაზე, მათ შორის განიხილეს „ქართული ოცნების" მიერ ოპოზიციური ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა“.
„გერმანიაში ვესწრები გერმანიის სოციალ-დემოკრატიული (SPD) პარტიის კონგრესს, რომელიც იმართება საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმის კრიზისის ფონზე. მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი კოლეგებს, მათ შორის ბუნდესთაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, იოჰანეს შრაპსს.
განვიხილეთ „ქართული ოცნების" მიერ ოპოზიციური ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების სასწრაფო აუცილებლობა, აგრეთვე პარტია „საქართველოსთვის" გეგმები - გახდეს ევროპის სოციალისტური პარტიის (PES) ოჯახის წევრი, რისი განხილვაც შემოდგომაზე იგეგმება.
მადლიერები ვართ ჩვენი გერმანელი პარტნიორების, მტკიცე მხარდაჭერისთვის“,- წერს გახარია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.