გიგა ბოკერია – რეჟიმისვე შემოთავაზებული ვერსიით, კორუფცია, მექრთამეობა, ნეპოტიზმი, ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირი ივანიშვილის გარემოცვის ცხოვრების წესია

პარტია “ფედერალისტების” თავმჯდომარე, გიგა ბოკერია “ქართული ოცნების” ყოფილი მაღალჩინოსნებისა და მასთან დაახლოებული პირების დაკავებას ეხმაურება.
როგორც ბოკერია აღნიშნავს, ბოლო დროს გახშირებული დაკავებები ივანიშვილის გუნდში არსებულ კრიზისზე მიუთითებს.
“გრძელდება ივანიშვილის რეჟიმის ყოფილი თანამდებობის პირების და მათთან დაკავშირებული ადამიანების დაკავებები და რეჟიმის პროპაგანდის მიერ მათ შესახებ ინფორმაციის გავრცელება მათი სხვა დანაშაულების შესახებ.
ამ ბრალდებების მიხედვით, ისინი მხილებულნი არიან მაღალი დონის მასშტაბურ კორუფციაში და ასევე, ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირში.
ეს ყველაფერი ღრმა კრიზისზე მიუთითებს ივანიშვილის რეჟიმის შიგნით, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც საზოგადოების მხრიდან მათი მორალური იზოლაცია და წნეხია.
რაც მთავარია, რეჟიმისვე მიერ შემოთავაზებული ვერსიით, კორუფცია, მექრთამეობა, ნეპოტიზმი, ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირი ივანიშვილის გარემოცვის ცხოვრების წესია.
მათი პროპაგანდა გვეუბნება, რომ ამ დაკავებებით რეჟიმი კორუფციას ებრძვის, თუმცა სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ეს დაკავებები მხოლოდ მას შემდეგ ხდება, რაც ესა თუ ის თანამდებობის პირი, ესა თუ ის ფრაქცია, კლანი ივანიშვილის კეთილგანწყობას და თანამდებობებს დაკარგავს.
სისტემა განა თანასწორად ებრძვის ნებისმიერს, გინდ ძალაუფლება ჰქონდეს, გინდ არა, თუკი კორუფციაშია ჩართული.
არა, სანამ ივანიშვილის კეთილგანწყობა და მაღალი თანამდებობა გაქვს, მანამდე შეგიძლია ეს ყველაფერი აკეთო და თუ მის კეთილგანწყობას დაკარგავ, მერე შეგექმნება პრობლემები.
ასე რომ, დასკვნა ერთადერთია: ივანიშვილი და მისი გარემოცვა, გუშინდელი, დღევანდელი, ხვალინდელი, არსებობს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის ხარჯზე.
და ეს კიდევ ერთი არგუმენტია, სხვა მრავალთან ერთად, თუ რატომ არის აუცილებელი ამ ადამიანის და მისი გარემოცვის ჩამოცილება ძალაუფლებიდან”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირმა ინაშვილი: პარლამენტმა შეცვალოს “დანოსების შესახებ” საბჭოური კანონი და სხვა წითელი კანონები, 37- იან წლებს რომ აცოცხლებს, გადადგით ერთი ნაბიჯი მაინც ვითარების განმუხტვისკენ, თორემ არავინ, არავინ არ გაპატიებთ იმას, რა უბედურებაც შესაძლოა ქვეყანაში დატრიალდეს

გიორგი შარაშიძე მამუკა მდინარაძის ახალ პოსტზე წარდგენაზე – მიხვდი შე დალოცვილო, არ არის შენი ადგილი, „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“ – რაც შეეხება ოპოზიციას, ყიფიანს და ყველას მოვუწოდებ, სიტყვა „გაერთიანებასთან“, ფრთხილად ვიყოთ