– ელენე ხოშტარიას დაკავება არალეგიტიმური, ანტიკონსტიტუციური რეჟიმის მხრიდან ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი უტიფარი მაგალითია

ხოშტარიას დაკავება ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი უტიფარი მაგალითია , – ასე ეხმაურება პარტია „ფედერალისტების“ თავმჯდომარე, , „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებას.
მისი თქმით, ეს არის ივანიშვილის „არაკონსტიტუციური რეჟიმის“ მხრიდან ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი „უტიფარი მაგალითი“.
“წლების განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმი პირდაპირ თუ ირიბად აორგანიზებდა არა უბრალოდ სიმბოლურ პროტესტს და დაზიანებას ოპონენტების ბანერების თუ ოფისების გარე სახის, არამედ ძალადობრივ თავდასხმებს და ამისთვის არავინ ისჯებოდა. უამრავი მასალა არსებობს ამაზე და მაქსიმუმ ადმინისტრაციული წესით დაესაჯათ ვინმე და ეს იყო სტანდარტი.
მეგი დიასამიძის შემთხვევაში ეს ყველაფერი აიყვანეს სისხლის სამართლებრივ დევნაში, რადგან მათ წინააღმდეგ იყო მიმართული და ახლა ელენე ხოშტარიას შემთხვევაშიც იმავეს აკეთებენ.
ეს არის ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი უტიფარი მაგალითი ამ არალეგიტიმური, ანტიკონსტიტუციური რეჟიმის მხრიდან”, – აცხადებს გიგა ბოკერია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სამუშია – „ქართული ოცნება“ გვეუბნება, რომ კომისია ფასების შემცირებისთვის არ იყო შექმნილი, აბა, სწავლა-განათლებაზე იყო? – ეს მოქალაქეების დაცინვაა, სიტყვებით ჟონგლიორობაც აღარ გამოსდით

„ყველაზე სევდიანი ისაა, ვიდეოქოლებში რომ ვხედავ თბილისს, იმის მაგივრად, მონატრებით მიფრიალებდეს გული, სუფრაზე რაღაც რომ გაწყენს და დანახვაზე გაზიდებს, ის რეაქცია მაქვს“ – ნატა ფერაძე