ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ყველა სამართალდამცავი, რომელიც უკანონო ბრძანებებს არ დაემორჩილება, ლეგიტიმურად იქნება წახალისებული” – გიგა ბოკერია

“ყველა სამართალდამცავი, რომელიც უკანონო ბრძანებებს არ დაემორჩილება, ლეგიტიმურად იქნება წახალისებული” – გიგა ბოკერია

ივანიშვილი აგრძელებს პოლიტიკურ რეპრესიებს, ამჯერად გამორჩეულად აბსურდული საბაბით – ლევან ხაბეიშვილი დააკავეს თვენახევრის წინანდელი განცხადების გამო.
ამ განცხადებაში თანხის საკითხს, მათ შორის მის რაოდენობას თუ არ ჩავთვლით, მზად ვარ, მთლიანად შევუერთდე მის არსებით გზავნილს. ყველა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, რომელიც ანტიკონსტიტუციურ, უკანონო ბრძანებებს არ დაემორჩილება, ამ რეჟიმის შეცვლის შემდეგ, ამა თუ იმ ფორმით, ლეგიტიმურად იქნება წახალისებული. თუმცა, ზოგადად, სუს-ის ამ განცხადების სამართლებრივ ჩარჩოში სერიოზულად განხილვა შეუძლებელია. ივანიშვილის რეჟიმი კრიზისშია და ამის გადასაფარად ცდილობს ძალის დემონსტრირებას.
ჩვენი საზოგადოების, თითოეული ჩვენგანის ერთადერთი სწორი პასუხი არის და იქნება პროტესტის გაგრძელება და გაფართოება მანამ, სანამ ივანიშვილი ძალაუფლების დათმობას არ შეეგუება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.