ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გია ჯაფარიძე - ჩვენი თაობა და არა მხოლოდ ჩვენი თაობა ვალდებულები ვართ, რომ დღეს ვიყოთ აქ, ჩვენი გმირების საფლავზე და პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას - ჩვენ ყველამ ერთად უნდა ავასრულოთ ჩვენი გმირების ოცნება

ჩვენი თაობა და არა მხოლოდ ჩვენი თაობა ვალდებულები ვართ, რომ დღეს ვიყოთ აქ, ჩვენი გმირების საფლავზე და პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას - ჩვენ ყველამ ერთად უნდა ავასრულოთ ჩვენი გმირების ოცნება, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ჯაფარიძემ განაცხადა.
ამის შესახებ ჯაფარიძემ მუხათგვერდის სასაფლაოზე ისაუბრა, სადაც პარტიის წევრებმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს პატივი.
„ჩვენი თაობა და არა მხოლოდ ჩვენი თაობა ვალდებულია, რომ ამ დღეს აქ ვიყოთ, პატივი ვცეთ იმ ადამიანებს, ვინც შეინარჩუნა ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა, პატივი ვცეთ მათ ხსოვნას და ვალდებულები ვართ, რომ ავასრულოთ ამ ადამიანების ოცნება - საქართველო იყოს ევროპის კავშირის წევრი, საქართველოში ადამიანები ცხოვრობდნენ უსაფრთხოდ, კეთილდღეობაში, სამართლიანობაში და მშვიდობაში“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.