თამარ კორძაია – დღევანდელი დღე და ამ გმირი ადამიანების საფლავზე მოსვლა მათი ხსოვნის პატივსაცემად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მათი დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი სახელმწიფო

დღევანდელი დღე და ამ გმირი ადამიანების საფლავზე მოსვლა მათი ხსოვნის პატივსაცემად არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან სწორედ მათი დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი სახელმწიფო, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ მუხათგვერდის სასაფლაოზე განაცხადა.
მისი თქმით, ის 20%, რაც რუსეთს აქვს მიტაცებული, იმიტომ აქვს, რომ „ადამიანები იბრძოდნენ და ამის აქეთ არ გამოუშვეს“.
„დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ გმირი ადამიანების სიცოცხლის ფასად შეგვიძლია ჩვენ ვიყოთ ქვეყანა, რომელსაც აქვს პრეტენზია იყოს დასავლეთის წევრი. სწორედ ამ ადამიანების და მათი გმირობის დამსახურებაა, რომ ჩვენ დღეს ცოცხლები ვართ და რომ დღეს რუსეთი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არ არის განლაგებული. ის 20%, რაც აქვს მიტაცებული, აქვს იმიტომ, რომ ადამიანები იბრძოდნენ და ამის აქეთ არ გამოუშვეს, მათი გმირობის დამსახურებაა სწორედ ეს და დასავლეთის, რომლებიც ჩვენი გმირი ბიჭების ბრძოლის პარალელურად ჩამოდიოდნენ თბილისში. ასევე, ამერიკული გემი შემოვიდა საქართველოში საქართველოს დასაცავად, ამიტომ ჩვენი გმირები, ამერიკელების და ევროპელების დამსახურებაა, რომ ჩვენ დღეს გვაქვს სახელმწიფო“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი

სალომე ზურაბიშვილი: აქ [საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში] ჩემი გზავნილი არის იმის კიდევ ერთხელ აღწერა, თუ რა არის მდგომარეობა საქართველოში, რაც იციან, მაგრამ მაინც საჭიროა, რომ ყოველ წუთს იცოდნენ ბოლომდე (ვიდეო)

“როცა სოხუმი უკანასკნელ დღეებს, საათებს და მებრძოლებს ითვლიდა, სენაკის სამხედრო აეროპორტში პრეზიდენტი გამსახურდია ჩამოფრინდა. მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი და შოკის მომგვრელი იყო, რომ კარგა ხანს მანქანაც ვერ მონახეს, რომ ზუგდიდში ჩამოეყვანათ”