: ხელისუფლების მხარდამჭერებს ვურჩევ, სანამ მათთანაც არ მიუკაკუნებიათ – საკუთარ კონფორმიზმს “გირგვლიანით” და “ციხის კადრებით” რომ ამართლებს, სულ 5 წუთით დარჩეს საკუთარ სინდისთან პირისპირ

იმისათვის, რომ გავაცნობიეროთ გორში მომხდარი ფაქტის სიმძიმე, უნდა დავსვათ სწორი კითხვები:
შესაძლებელი იყო თუ არა, ეს ყველაფერი ფატალურად დასრულებულიყო, როგორც ეს გირგვლიანის შემთხვევაში მოხდა, როდესაც “სამართალდამცავმა” სისტემამ ჩათვალა, რომ ერთ-ერთ მათგანს ვიღაცამ შეურაცხყოფა მიაყენა და დასჯა გადაწყვიტეს?
როდესაც ყველა იქ მყოფი პოლიციელი თავს ვალდებულად თვლიდა ერთი წიხლი თვითონაც ჩაეზილა, იყო თუ არა ეს ე.წ. ციხის კადრების ანალოგიური სისტემური დანაშაული?
რომ არა გადაღებები, ვიხილავდით თუ არა დღეს დაზარალებულს მძიმე ბრალდებებით გისოსებს მიღმა?
დღესაც ცდილობს თუ არა პოლიციური სისტემა მძიმე დანაშაულის შემსუბუქებას და ჩაფარცხვას მინიმალური პასუხისმგებლობით, როგორც ეს ისევ და ისევ გირგვლიანის შემთხვევაში მოხდა?
ყველას, პირველ რიგში, ხელისუფლების მხარდამჭერებს ვურჩევ, სანამ მათთანაც არ მიუკაკუნებიათ – საკუთარ კონფორმიზმს “გირგვლიანით” და “ციხის კადრებით” რომ ამართლებს, სულ 5 წუთით დარჩეს საკუთარ სინდისთან პირისპირ, ამ კითხვებზე გასცეს პასუხი და ყველაფერი ცხადი გახდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს