ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანული კუნძული საგაზეთო რეკლამით მერს ეძებს

გერმანული კუნძული საგაზეთო რეკლამით მერს ეძებს

გერმანული კუნძული საგაზეთო რეკლამით მერს ეძებს
გერმანიის კუნძულ ვანგეროგეზე, რომელიც ჩრდილოეთ ზღვაში მდებარეობს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საგაზეთო რეკლამის საშუალებით მერის პოსტზე კანდიდატების ძებნა გამოაცხადა, იუწყება Spiegel.
როგორც გამოცემა იუწყება, კვალიფიციური კადრების სიმცირის გამო, ადგილობრივმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა გაზეთში რეკლამის განთავსება.
მერის თანამდებობაზე კანდიდატის ძირითადი მოთხოვნებია:
- ასაკი – 23-დან 67 წლამდე;
- უმაღლესი განათლება ან კარიერული კვალიფიკაცია ადმინისტრაციული სამსახურის კუთხით.
მერის უფლებამოსილების ვადა რვა წელია. არჩევნები 17 აგვისტოს ჩატარდება, განაცხადების მიღება კი 14 ივნისამდეა შესაძლებელი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.