ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიქაუტაძის თანაგუნდელის შეძენას გერმანული გრანდები შეეცდებიან

მიქაუტაძის თანაგუნდელის შეძენას გერმანული გრანდები შეეცდებიან

"ლიონის" 21 წლის შემტევი ნახევარმცველით, რაიან შერკით ბუნდესლიგის გრანდები არიან დაინტერესებული.
Ruhr Nachrichten-ის ცნობით, ზამთარში "დორტმუნდს" შერკი "ლიონის" მფლობელმა ჯონ ტექსტორმა არ მიჰყიდა, მაგრამ გერმანული კლუბი დანებებას არ აპირებს და მის შეძენას ზაფხულში შეეცდება.
შერკის გადაბირებას აგრეთვე "ბაიერნი" და "ბაიერი" შეეცდებიან. მიმდინარე სეზონში რაიანმა ყველა ტურნირზე 35 მატჩში 8 გოლი გაიტანა 18 საგოლე გადაცემა გააკეთა, transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 35 მილიონი ევროა.
შეგახსენებთ, "ლიონს" ფინანსური პრობლემები აქვს და არაა გამორიცხული, გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერის განხორციელებაც მოუწიოს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.