არქივი5 აპრილი, 2025, 14:51
ოჯახი ზურაბ შენგელიას ეძებს – ახალგაზრდა კაცი 27 მარტიდან დაკარგულია

ოჯახი ზურაბ შენგელიას ეძებს. ოჯახის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მასთან კონტაქტი ბოლოს 27 მარტს ჰქონდათ. ბოლო მონაცემებით, ის საბურთალოზე, პეკინის ქუჩისა და სააკაძის მოედნის ტერიტორიაზე იყო, ამავე ტერიტორიაზე იპოვეს მისი ტელეფონი და ჟილეტი.
ზურაბ შენგელიას ეცვა მუქი ყავისფერი დუტის ჟილეტი, ლურჯი ზედა და ნაცრისფერი შარვალი.
სამძებრო ოპერაციაში ჩართულია პოლიციაც. რაიმე სახის ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში საკონტაქტო ნომრებია 579 04 79 36 და 574 03 13 54
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.