გერმანიის ფედერალური მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ოლაფ შოლცმა ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას უკრაინის წინააღმდეგ ომის შეწყვეტისა და ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა

გერმანიის ფედერალური მთავრობის წარმომადგენლის, შტეფენ ჰებეშტრაიტის განცხადებით, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას უკრაინის წინააღმდეგ ომის შეწყვეტისკენ და ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა.

მისივე ინფორმაციით, შოლცმა „დაგმო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დამპყრობლური ომი და მოუწოდა პუტინს შეწყვიტოს ის და ჯაირები გაიყვანოს“.

„ფედერალური კანცლერი დაჟინებით მოითხოვდა, რომ მზად უნდა იყოს უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის სამართლიანი და მყარი მშვიდობის მისაღწევად და ხაზი გაუსვა გერმანიის ურყევ ერთგულებას მხარი დაუჭიროს უკრაინას სამშვიდობო პროცესში,” – განაცხადა ჰებეშტრაიტმა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პუტინთან საუბარში შოლცმა ხაზი გაუსვა გერმანიის ურყევ მზადყოფნას იმდენ ხანს გააგრძელოს რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერა, რამდენიც საჭირო იქნება.

ცნობისთვის, თითქმის 2- წლიანი პაუზის შემდეგ, დღეს პირველად ესაუბრა ვლადიმერ პუტინს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა ჩერქეზიშვილი – „სიცოცხლით სავსე ქალაქი“, „მშვიდობით სავსე ქალაქი“ ყოველი წვიმის შემდეგ იქცევა წყალწაღებულ ქალაქად და ძირგამოთხრილ ქალაქად – ყოველი წვიმა ამ ქალაქში კოლაფსის შემქმნელია

საბა ბუაძე: დიდი დიღომი არის თვალსაჩინო მაგალითი ურბანული გენოციდის -კორუფციული ინტერესიდან გამომდინარე, კალაძის პირობებში, იქ გაცემული იქნა სრულიად შეუსაბამო მშენებლობის უფლებები (ვიდეო)