არქივი11 ნოემბერი, 2024, 08:53
დონალდ ტრამპმა და ოლაფ შოლცმა აშშ-სა და გერმანიას შორის თანამშრომლობის საკითხი განიხილეს

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა პირველი ოფიციალური სატელეფონო საუბარი გამართეს, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ გერმანიის მთავრობის პრესსპიკერზე, შტეფენ ჰებესტრეიტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, ლიდერებმა ბერლინსა და ვაშინგტონს შორის „გრძელვადიანი თანამშრომლობის“ გაგრძელების საკითხი განიხილეს.
ასევე, საუბრისას მხარეებმა განიხილეს "აქტუალური გეოპოლიტიკური საკითხები" და შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებენ ევროპაში მშვიდობის დასაბრუნებლად.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.