გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი – სერგეი ლავროვის მუქარა აბსურდული პროპაგანდაა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას „სულ უფრო სასოწარკვეთილი რუსეთის ხელმძღვანელობის მხრიდან აბსურდულ პროპაგანდად“ აფასებს.

„უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული წარუმატებელი დამპყრობლური ომის გამო რუსეთში სულ უფრო მძაფრი ეკონომიკური და სოციალური შედეგების ფონზე, კრემლი სასოწარკვეთილად ცდილობს, მუქარებისა და დეზინფორმაციის გზით ზეწოლა მოახდინოს უკრაინის საერთაშორისო მხარდამჭერებზე“, – აღნიშნა ვადეფულმა.

მისი თქმით, რუსეთის არცერთი აქტივობა არ იქნება წარმატებული.

„რუსეთის არცერთი აქტივობა არ იქნება წარმატებული. ყოველთვის ვიპოვით სწორ პასუხებს. ჩვენ ევროპული ერთიანობის დემონსტრირებას ვახდენთ“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მოსკოვი გაამკაცრებდა მეთოდებს, „რათა გაანადგუროს ყველაფერი, რაც კიევის სამხედრო მანქანას დასავლეთიდან კვებავს“.

„მნიშვნელოვნად გავაძლიერებთ ჩვენს მეთოდებს ყველაფრის განადგურების მიზნით, რაც კიევის საომარ მანქანას დასავლეთიდან კვებავს და ჩვენ ამას უკვე ვაკეთებთ“, – აღნიშნა ლავროვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო