არქივი23 ივლისი 2026, 15:01
გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ალექსანდრე კარტოზიამ გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ალექსანდრე კარტოზიამ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ალექსანდრე კარტოზიამ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელები გადასცა“, - წერია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ალექსანდრე კარტოზია გერმანიაში საქართველოს ელჩად 2025 წლის 1-ელ ოქტომბერს დაინიშნა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივლისი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.