არქივი20 ივლისი 2026, 20:54
გერმანიაში საქართველოს ელჩი გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელებს 23 ივლისს გადასცემს

გერმანიაში საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელებს 23 ივლისს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანიის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ინფორმაციის მიხედვით, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია ადგილობრივი დროით 10:30 საათზე გაიმართება.
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ალექსანდრე კარტოზია 2025 წლის სექტემბერში დაინიშნა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივლისი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.