ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანიაში ავტობუსის გადაბრუნების შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა

გერმანიაში ავტობუსის გადაბრუნების შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
Associated Press-ის ცნობით, გერმანიის ქალაქ ლაიფციგის მახლობლად ავტობუსი, რომელიც ბერლინიდან შვეიცარიაში მიდიოდა, გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
გერმანული მედიის ინფორმაციით, უბედური შემთხვევის დროს ავტობუსში 53 მგზავრი და 2 მძღოლი იმყოფებოდა.
შემთხვევა ადგილობრივი დროით 9:45 საათზე მოხდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.