ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბელგოროდის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი, დაშავდა 5

23 მარტს ბელგოროდის და მის შემოგარენის დაბომბვას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ხუთი ადამიანი დაშავდა. ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, ქალაქ ბელგოროდში თავდასხმამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები, მანქანები და ავტობუსები.
გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი საჰაერო იერიშებზე პასუხისმგებლობას უკრაინის ძალებს აკისრებს. მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 23 მარტის დილას უკრაინულმა ძალებმა იერიშები ასევე მიიტანეს ბელგოროდის რეგიონის სოფლებზეც. მისი ცნობით, ჩერნიანსკის რაიონში ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.