რუსეთის დღევანდელი დაბომბვის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხარკოვი შუქის გარეშეა დარჩენილი

ექვსამდე გაიზარდა 22 მარტის ღამეს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა.
სამი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა ზაპორიჟიეში, სადაც უკრაინის უდიდეს დნეპრის ჰიდროელექტროსადგურზე განხორციელდა იერიში. უკრაინელი ენერგეტიკოსების შეფასებით, დნეპრჰესს, დიდი ზიანი მიადგა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დღევანდელი თავდასხმის დროს სადგური რვაჯერ დაიბომბა. უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისმა განაცხადა, რომ სადგურის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
კიდევ ორი ადამიანი ხმელნიცკში დაიღუპა.
ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ბოლო თვეების განმავლობაში განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად ხარკოვი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა თქვა, რომ ქალაქი “პრაქტიკულად მთლიანად სინათლის გარეშეა დარჩენილი”, დღის განმავლობაში ქუჩის განათებებიც კი არ მუშაობდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში საწარმოებსა და მათ შორის ენერგეტიკულ ობიექტებზე ” მასიური დარტყმა განხორციელდა მაღალი სიზუსტის შორსმსრომელი იარაღიდან.” რუსეთში ამტკიცებენ, რომ “ყველა მიზანი მიღწეულია”და დეზორგანიზებულია სამრეწველო საწარმოების საქმიანობა, სადაც იარაღის რემონტი და გამოშვება ხდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ