გეორგი ტიხი: უკრაინული და ამერიკული გუნდები Tomahawk-ების მოწოდების ნიუანსებზე მუშაობენ

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გეორგი ტიხიმ განაცხადა, რომ  ხედავს და მიესალმება -სგან Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდების შესახებ პოზიტიურ სიგნალებს და მხარეები რაკეტების მიწოდებისა და გამოყენების ტექნიკურ ნიუანსებზე მუშაობენ. ამის შესახებ ტიხიმ ბრიფინგის დროს განაცხადა.

ტიხიმ აღნიშნა, რომ  Tomahawk-ების მიწოდებას -ს 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პერიოდშიც ითხოვდა, თუმცა მაშინ თეთრმა სახლმა კიევს რამდენიმე მოკლე და უარყოფითი პასუხი მისცა.

“ამჟამად ასეთი პასუხი – ‘არა' – აღარ არსებობს. არის ძალიან ვრცელი და აქტიური დისკუსია იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა ამ რაკეტების მიწოდება” – განაცხადა მან.

ტიხიმ დაამატა, რომ ამჟამად Tomahawk-ების გამოყენების ტექნიკური დეტალების შესახებ მედიის  მხრიდან მრავალი კითხვაა. მისი თქმით, ყველა ტექნიკური ნიუანსი ამჟამად ორ ქვეყნის გუნდებს შორის მუშავდება.

“ამჟამად უკრაინული და ამერიკული გუნდები მუშაობენ იმისთვის, რომ გადაჭრან ყველა ეს დეტალი, განიხილავენ, რა ფორმით და როგორი კომპლექტაციით შეიძლება რაკეტები უკრაინას მიეწოდოს” – თქვა საგარეო უწყების სპიკერმა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა