პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

TOMAHAWK-ების მიწოდება ტრამპისთვის ცუდად დასრულდება - მედვედევი

TOMAHAWK-ების მიწოდება ტრამპისთვის ცუდად დასრულდება - მედვედევი

TOMAHAWK-ების მიწოდება ტრამპისთვის ცუდად დასრულდება - ამის შესახებ რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
მედვედევის თქმით, ტრამპის ინიციატივა 101-ე მუქარაა, თუმცა თუ ის უკრაინის არმიას TOMAHAWK-ებს მიაწოდებს, ეს ამერიკის პრეზიდენტისთვის ცუდი იქნება.
,,ტრამპმა თქვა, რომ, თუ რუსეთის პრეზიდენტი არ დაარეგულირებს უკრაინის კონფლიქტს, მისთვის (რუსეთის პრეზიდენტისთვის) "ეს ცუდად დასრულდება". მოკლედ რომ ვთქვათ, 101-ედ იმუქრება. თუ "ბიზნესმენი-მშვიდობისმყოფელი" Tomahawk-ს გულისხმობს, აზრი არასწორია. ამ რაკეტების მიწოდება შეიძლება ყველასთვის, პირველ რიგში ტრამპისთვის ცუდად დასრულდეს",- აღნიშნა მედვედევმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ოქტომბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.