ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ოქტომბერს 10:00-იდან 10:05 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგურამო, ახატანი, ჭოპორტი, არაშენდა, გალავანი და მიმდებარე სოფლებში; 10:00-იდან 10:40 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მისაქციელი, ნატახტარი, აღდგომლიანთკარი, ნავაზარი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლები ჟინვალი, ბიჩნიგაურები, ბოდავი და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.